კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 150, იმერეთში – 49, გურიაში – 35

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 150, იმერეთში – 49, გურიაში – 35. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 27, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – ორი, სამცხე-ჯავახეთი – ცხრა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – არც ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც, 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, აჭარაში – 170, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში – 174, აჭარაში – 39, იმერეთში – 130.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 5, იმერეთში – 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 98 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 103, ხოლო აჭარაში – 43. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინესივრცეებში გადაყვანილია – 22 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 675 პირი, აჭარაში – 629, იმერეთში – 1 394.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები