სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი კიდევ 49-მა პაციენტმა დაამარცხა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი 49-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 49 კოვიდპაციენტი მათ შორის 6 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 31 მათ შორის 3 მძიმე პაციენტია;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 35 პირი, მათ შორის მძიმეა 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 17 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 14
სენაკი ლაზიკა მედში კი 22 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 174 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 61 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები