სინოპტიკოსი: ფოთში შტორმი კიდევ 2 დღეს გაგრძელდება, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ფოთის სანაპირო ზოლზე 5-6-ბალიანი შტორმია. სინოპტიკოს ხათუნა ზარნაძის განცხადებით, მსგავსი ამინიდი კიდევ 2 დღეს გაგრძელდება, თუმცა ეს მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.

“გამოცხადებულია შტორმი, 5-6 ბალი. ღამით 4-5. ორი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არის საშტორმო მდგომარეობა და თანდათან დაიკლებს. ხვალ უკვე ტალღის სიმაღლე იქნება 3-4 ბალი”, – განაცხადა ხათუნა ზარნაძემ.

ადგილობრივი ჯუმბერ კემულარიას განცხადებით, სანაპირო ზოლზე განხორციელებული სამუშაოებისა და გამაგრების შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ქვის მასა დამატებას საჭიროებს.

“იმის გამო, რომ ქვამ განიცადა ჯდომა გამაგრების ზონაში, საჭიროა დამატება, რომ არ გადმოლახოს ჯებირები. გადმოდის შხეფები და ბუნებრივია, რომ მოსახლეობა ამ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობს და საჭიროა ეს გასწორდეს. თუმცა ვიმეორებ, საშიში არ არის”, – განაცხადა კემულარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები