რუსთავის ციხეში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მე-2 ზონაში პატიმრებს შორის დაპირისპირება, ე.წ “ქურდული გარჩევა” მსხვერპლით დასრულდა.
ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2 პატიმარია გარდაცვლილი, აქედან ერთი სამეგრელოს მკვიდრია.

“რეგიონული კვირა” ფლობს ინფორმაციას გარდაცვლილის ვინაობასთან დაკავშირებით, თუმცა შეგნებულად არ ვასახელებთ.
როგორც პირად საუბარში გარდაცვლილის ახლობელი ყვება, დაპირისპირება, ციხეში კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
,,ქურდული გარჩევისას ერთმანეთი მოკლეს, ტრაგედია გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი.

“რეგიონული კვირა” მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს. ასევე ველოდებით პენიტენციური სამსახურის კომენტარს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები