როგორ აფასებს მოსახლეობა სინოდის დადგენილებას ვაქცინაციის საკითხზე- “რეგიონული კვირის” გამოკითხვა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდმა 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაშიერთ-ერთი საკითხი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება.
როგორც წმინდა სინოდის დადგენილებაშია აღნიშნული, საპატრიარქო პასუხისმგებლობას ვერ იღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით.
”საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ – აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.
რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით რეგიონებში და გაიკეთებენ თუ არა ვაქცინაციას – “რეგიონული კვირის” გამოკითხვა.