ქობულეთში, გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვნის ბაბუა უარყოფს, რომ თითქოს მოზარდი სახლში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ბაბუის თქმით, ბავშვმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა და თავი მოიკლა.
“ბავშვმა თავისი დანაშაული გამოისყიდა და თავი ჩამოიხრჩო. კითხვები არ მაქვს, სახლში არავინ ძალადობდა, ინერვიულა ბავშვმა და საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. მოატყვილა, იხმარა, არ თქვა ბავშვმა, ალბათ, დაემუქრა რომ მოგკლავო, მერე კიდე მოაკითხა და იძალადა ბავშვზე, არ წაიყვანა ცოლად, ბავშვი ძუნკალი ძაღლივით გამოაგდო და ატირებული ამოვიდა ბავშვი. მე ჩამოკიდებული დამხვდა ბლის ხეზე. მე ბიჭს არ ვიცნობდი. 76 წლის კაცი ვარ ბავშვი სად მიდის და სად მოდის მე რას მივხვდები“,-ამბობს ბაბუა.
გოგონა ქობულეში დღეს დაკრძალეს. ძალადობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.