საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ გარემოში გააგრძელებს

კახეთში, საგანგებო სიტუაციების  კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, რიგით მეშვიდე, ახალი შენობა, საგარეჯოში გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს და მიზნად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს.

ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ერბოწონაშვილთან ერთად მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში 2020 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 7 უკვე გაიხსნა, 3 შენობის გახსნა კი მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები