ონში დამეწყრილი გზის მოხრეშვა დაიწყო – სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა

ონში, ფსორი-ბაჯიხევის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე ტექნიკა მობილიზებულია, ალტერნატიული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ხნობით,  სტიქიის ადგილას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე გზის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

დამეწყრილი მონაკვეთის შესწავლაში დილიდან გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთო, მოხდა სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა, გეოლოგების დასკვნის შემდგომ გზის სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება-აცხადებენ ონის მერიაში.
ცნობისათვის, ონის მუნიციპალიტეტში სოფლების ფსორი-ბაჯიხევის გზის 300-მეტრიან მონაკვეთზე მეწყერი 12 თებერვალს, დილით ჩამოწვა, რამაც გადაადგილების შეზღუდვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები