აქცია მესტიაში – შეკრებილები ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვენ

მესტიაში ტურიზმის გახსნის და ზამთრის კურორტების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, თითქმის ერთი წელია სვანეთში ტურიზმი პარალიზებულია, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
მათივე თქმით, აუცილებელია, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გახსნა, საბაგიროების ამოქმედება, რესტორნების და კაფე-ბარების ამუშავება, მხოლოდ რეგულაციების დაცვით.

როგორც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, სრულიად შესაძლებელია დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები