ძლიერი შტორმი ფოთში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ფოთში, ზღვაზე ძლიერი შტორმის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები შიშობენ, რომ წყალი სახლებშიც შეაღწევს. ისინი დახმარებას ითხოვენ.
„ცოტახანი უნდა და შემოვა, ალბათ, წყალი სახლებშიც. არხები გავსებულია, ჭიშკართან წყალია, ვითხოვთ შველას“ – განაცხადა ადგილობრივმა ნინო ჭიხვარიამ
სინოპტიკოსების განცხადებით, ზღვის ღელვა 4-5 ბალს აღწევს. მათივე თქმით, შტორმი დღის ბოლომდე ნელ-ნელა დაიკლებს.