გოგა ჩანადირი “ჯორჯიან მანგანეზის” ახალ ინიციატივაზე: რამხელა პასუხისმგებლობაა თაობების წინაშე კომპანიის მხრიდან

კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი ისტორიული შენობა ახალი თაობების განათლებასა და კულტურას მოახმაროს და მაღალი დონის ახალგაზრდული ცენტრი ჩამოაყალიბა, – ასე გამოეხმაურა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი “ჯორჯიან მანგანეზის” ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნა.

ფოტოგრაფი სტატუსს “ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს:

“რამხელა პასუხისმგებლობაა თაობების წინაშე “ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან – კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი ისტორიული შენობა ახალი თაობების განათლებასა და კულტურას მოახმაროს და მაღალი დონის ახალგაზრდული ცენტრი ჩამოაყალიბა.
პირადად მე, მინდა, ვუთხრა “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს, რომ ამ ცენტრის განვითარებაში ჩემი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. აქვე მათ მადლობას ვუხდი განათლებასა და კულტურაში შეტანილი ამ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.
ჩვენ გვჭირდება განათლებული და კულტურული თაობები უკეთესი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, იდეებისთვის, მომავლისთვის”, – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია:
სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია.

მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები