ექიმი ქუთაისელი მამაკაცის მდგომარეობაზე: სხეულის 23% აქვს დამწვარი, ასევე აქვს თავის დახურული ტრავმა

ქუთაისში ყაჩაღობის შედეგად დაშავებული 73 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი აბესაძებ განუცხადა, მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
“ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასაკოვან მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. საერთო ჯამში სხეულის 23% აქვს დამწვარი, სიღრმე რვა პროცენტამდეა”, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, პენსიონერს ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა.
ცნობისთვის, 73 წლის კაცი დღეს დილით საკუთარ სახლში დააყაჩაღეს.
უცნობმა პირებმა ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი უთოთო აწამეს. მომხდარზე გამოძიება საკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები