ზუგდიდის 2 სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ზუგდიდის პირველ და მეოთხე საჯარო სკოლებში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ განუცხადა, მეორე საჯარო სკოლაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს, ხოლო მეოთხე საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.
სამივე კლასი საიზოლაციო ვადით, 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.