ქუთაისში, რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარედ ყაჩაღობა მოხდა, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, 73 წლის მოხუცზე ძალადობა განხორციელდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დამნაშავეებმა მამაკაცი უთოთი რამდენიმე ადგილას დაწვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები მამაკაცის სახლში შევიდნენ და მოხუცს ფული მოსთხოვეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შსს-ის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.