ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ, აქციაზე დაკავებული აქტივისტებიდან მანუჩარ ფიფიას 1500-ლარიანი და მიხეილ ღვინეფაძეს 1200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ნიკა ნარსიას სასამართლო პროცესი კი 23 თებერვლამდე გადაიდო.
ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლო დანარჩენი აქტივისტების საქმეს განიხილავს.
პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის მერიასთან საპრიტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალ დამცავებმა 6 აქტივისტი დააკავეს.