დევნილთა სააგენტოში ბორჯომში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხზე იმსჯელეს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს.