ბათუმში ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები იწმინდება
ბათუმში, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, მეჯინისწყლისა და ჟილინის არხები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არხები, ღია სანიაღვრე სისტემების გამართულად მუშაობის შემადგენელი ნაწილია, სადაც სანიაღვრე წყლების შეგროვება და ზღვაში გადინება ხორციელდება.