ქობულეთის სოფელი ბუკნარი ადგილობრივებმა წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენებისგან გაწმინდეს

ქობულეთში, ტურისტულად დატვირთული ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი ბუკნარი ადგილობრივებმა ერთობლივი ძალებით დაასუფთავეს. წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა ნარჩენი სოფლიდან გაიტანეს.
იდეა ფოტოგრაფ ,,Maria Che”-ს ეკუთვნის. მან სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა, სადაც ბევრი თანამოაზრე გამოეხმაურა, მათ დალაგება, გამწვანება სხვადასხვა სამუშაოები გადაინაწილეს და მუშაობას შეუდგნენ.

როგორც ფოტოგრაფი “რეგიონულ კვირას“ უყვება, თითოეული ადამიანის მოვალეობაა ბუნებას გაუფრთხილდეს და ამისათვის მხოლოდ განსაკუთრებული დღეები არაა საკმარისი. მხოლოდ სან-დასუფთავების სამსახური ვერ მოაგვარებს იმას რასაც ამას თითოეული მოქალაქე შეძლებს.
,,ჩემი სოფელი ტურისტულად და საცხოვრებლადაც ყველაზე იდეალური გარემოა,ისტორიულად ძლიერი რადგან ამ სოფელში არსებობდა წვენების გადამამუშავებელი ქარხანა, ღვინის, სანერგე მეურნეობა და სხვა მრავალი. მაგრამ წლებია სოფელში დაგროვილი ტონობით ნაგავის გატანა არ ხერხდებოდა, შეუძლებელია ეს ნაგავი გაეტანა სხვას თუ არა ჩვენ ისევ სოფლის მოსახლეობას. იდეა ის რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემოს შეცვლა უკეთესობისაკენ ,დავიწყე ფიქრი აღმედგინა პირველი სოფელში კომუნიკაცია. ამისათვის შევქმენი სოცუალურ ქსელში ჯგუფი სახელით ბუკნარი-buknari, სადაც შემომიერთდა ემიგრაციიდან ბატონი მალხაზ ცინარიძე, ხოლო ადგილზე თამარ ფალავანდიშვილი და პაატა ცინარიძე. ოთხმა ადამიანმა ეტაპობრივად შევქმენით ჩვენი სოფლის პატარა სახელმწიფო, თითოეულ თემატიკას მივამაგრეთ თითო ადამიანი –  მაგალითად, გამწვანებას – უჩა ზოიძე, დალაგებას – მარიამ ლეჟავა, შადრევნის გაწმენდას – მირზა ზოიძე და ამ ყველაფერს აყვა სრული სოფელი, დაწყებული პატარა ბავშვებიდან, მოხუცების ჩართულობით. შევქმენით ფონდი და ეტაპობრივად ვახორციელებთ, სოფლის სრულ გაწმენდას, გაღებვასა და მოწესრიგებას,  სოფლის კოლორიტი დალაქისათვის სალონის სრულად გაკეთებას, რომელიც 44 წელია მუშაობს ბუკნარში, ასევე პალმების დიდი რაოდენობით დარგვას, რომელიც ისევ სოფლის მოსახლეობამ მოგვაწოდა”,-ამბობს ,,Maria Che”
ფოტოგრაფმა ფოტომასალაც მოგვაწოდა- დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ. მისი თქმით, ამ მაგალითით სურს, რომ ბევრმა მოუაროს ადგილს სადაც ცხოვრობს, მხოლოდ ამით თუ გადარჩება ფლორა და ფაუნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები