როგორია გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 48-მა პაციენტმა დაამარცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება – 50 კოვიდპაციენტი;
სენამედის კლინიკაში – 32 მათ შორის 3 მძიმე პაციენტია;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 38 პირი, მათ შორის მძიმეა 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 17 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 14
სენაკი ლაზიკა მედში კი 23 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 145 ადამიანი მკურნალობს. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 71 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები