ქუთაისში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს დისტანციურად გაიმართება

ქუთაისში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესს ელოდებიან. საქალაქო სასამართლოში პროცესი დისტანციურად გაიმართება.

სასამართლოსთან შეკრებილი არიან “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები. მათი თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურია და სამართალდცველებმა ისინი უკანონოდ დააკავეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ დაკავებულებს დღეს არ გაათავისუფლებენ, პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ ე.წ. “დაუმორჩილებლობის” აქციაზე მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანი დააკავეს. მომხდარზე გამოძება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები