კახეთში კორონავირუსით კიდევ 36 პირი დაინფიცირდა
კახეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.