მარტვილში მანქანა დაიწვა – არის მსხვერპლი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები