“60 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სკოლაში ისწავლის”-ჭაჭარაქში საჯარო სკოლა შენდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი საჯარო სკოლის შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საკლასო, სამასწავლებლო და დირექციის ოთახები, კლასლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, სანიტარული კვანძი, ფოიე გარდერობითა და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობაც.

ცნობისთვის, სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები