“რთველი 2021-ის” ფარგლებში კურძნის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – საგარეჯოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის დგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ბენედიქტე გეგეჭკორი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ლალიაშვილი და მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ახალი რეგულაციების თანახმად, ,,რთველი 2021-ის ” ფარგლებში ყურძნის ხარისხის კონტროლი მკაცრდება. 👇
ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტით არის დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრებს გამართავენ . გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოებისათვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები