ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა-სტიქიის ზონაში მხარის რწმუნებული იმყოფებოდა

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი- ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ონის მერია ავრცელებს. მერიის განმარტებით, თაბაშირის კარიერთან ჩამოსული მეწყრისგან დაზიანებული მონაკვეთი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულმ პარმენ მარგველიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
თაბაშირის კარიერთან ჩამოწოლილი დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა დაახლოებით 2000 კუბური მეტრის მოცულობისაა. ამასთანავე, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად. სტიქიის ზონიდან რამდენიმე მეტრში ბაჯიხევის მხარეს მეწყრული პროცესების გამო დაწეულია გრუნტი და გზის რკინა-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე დარჩენილია ჰაერში. ‘’ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ მყისიერად ვიმსკელეთ. ახლა მთავარია სოფელში მისასვლელი ალტერნატიული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა, შემდეგში კი ძირითადი გზის გაწმენდა ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან და ჩავარდნილი მონაკვეთის აღდგენა. ვრჩებით აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ვეცდებით, უმოკლეს დროში დავიწყოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები,’’-განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები