იაპონელების საჩუქარი ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებს-ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტები შერჩეულ იქნა მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შემუშავებული ორი პროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საელჩო საქართველოში თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. იქვე განმარტავენ, რომ პროექტები იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში შეირჩა და ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის გულისხმობს.
2021 წლის 12 თებერვალს საგრანტო ხელშეკრულებებს იაპონიის ელჩმა საქართველოში – ბატონმა იმამურა აკირამ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა დავით ჩიკვაიძემ ხელი მოაწერეს.
„პროექტები ბუნებრივი კატასტროფებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობებს კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით მათ საქმიანობას გააძლიერებს.. გრანტების მოცულობა: 70,500 და 56,584 აშშ დოლარია“, -აღნიშნულია საელჩოს მკიერ გავრცელებულ ინფორმაციაციაში.
ცნობისთვის, ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიამ 180 საგრანტო პროექტი დააფინანსა , რამაც ჯამში 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა).