ქუთაისის აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან
ქუთაისში აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებისთვის მიცემული ულტიმატუმი ამოიწურა და ისინი პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი ქუთაისიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაადგილებას გეგმავენ.
“დავიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და დავიძრებით “ქართული ოცნების” ოფისისკენ, რადგან ის ვადა რაც პოლიციას მივეცით ამოიწურა და არცერთი ჩვენი თანამოაზრე გათავისუფლებული არ არის”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” აქციის მონაწილემ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინციდენტის დროს პოლიციამ სამართალდამცველების კანომიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 6 პირი დააკავა. მათ გასათავისუფლებად აქტივისტებმა პოლიციას ვადა 21:00 საათამდე მისცეს.