ეს არის ხელმოცარული ოპოზიციის მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და თავი ჩაგრულად წარმოადგინონ. ასე აფასებს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასა და შენობაში შეჭრის მცდელობას.
“ეს არის ხელმოცარული ოპოზიციის მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და თავი ჩაგრულად წარმოადგინონ. ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში შესვლას და ბლოკირებას. ჩვენ ვცდილობთ და შევეცდებით, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და კანონის ძალით ვიმოქმედოთ. მსგავ ოპოზიციას არასდროს ექნება მხარდაჭერა ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინციდენტის დროს პოლიციამ სამართალდამცველების კანომიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 6 პირი დააკავა.