ქუთაისში აქტივისტები პოლიციას ულტიმატუმს უყენებენ
ქუთაისის მერიასთან დაკავებულების გასათავისუფლებად სამართალდამცველებს ვადას ცხრა საათამდე აძელევენ.
აღნიშნულის შესახებ, აქტივისტებმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, თუ დაკავებულებს ცხრა საათამდე არ გაათავისუფლებენ, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. დაარღვევენ კომენდანტის საათს და ფეხით წავლენ სამმართველოსთან.
მათი თქმით, დაკავება უაკონოდ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი, გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო.