აქტივისტებმა ქუთაისის მერიაში შეჭრა სცადეს
ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია. აქტივისტებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ.