ბათუმში აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობის დაზიანება სცადეს

ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება იყო, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა „ამბასდორ ბათუმის“ სამშენებლო ღობის დაზიანება სცადეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის წარმომადგენლებმა სამშენებლო სამუშაოები განაგრძეს.
შეგახსენებთ, რომ აქცია მშენენლობის წინააღმდეგ რამდენჯერმე გაიმართა. კომპანია ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები