სოფელ ანაგაში, ვაქირსა და საქობიოში პრიორიტეტულ პროექტად გარე განათების მოწყობა დაასახელეს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სოფელ ანაგაში, ვაქირსა და საქობოში გაიმართა. ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამივე სოფლის მოსახლეობის ძირითად, პრიორიტეტულ საკითხს,  გარე განათების მოწყობა წარმოადგენდა.

“ანაგის მოსახლეობამ ერთხმად, სოფელში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ფასადის და იქ არსებული ბიბლიოთეკის სივრცის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ვაქირში, საქობოსა და მაშნაარში კი ადგილობრივების ინიციატივით, გარე განათების მოწყობა გადაწყდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები