სოფელ შრომაში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში, ეკალდიდის დასახლებაში, ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
ეკალდიდის საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების საკლასო ოთახები, შშმ პირებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, წყლის და გათბობის სისტემები, სველი წერტილები და სპორტული მოედანი მოეწყო.
60 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, მშენებლობის ჯამურმა ღირებულებამ 1 187 855 ლარს შეადგინა.
ახალი სკოლა ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ეკალდიდის სკოლის სამშენებლო სამუშაოები, შ.პ.ს „ჯავამ“ შეასრულა.