“ინფორმაცია ანაფრეზის უკანონო გაყიდვის შესახებ სიცრუეა” – ქუთაისის მერია ოპოზიციის ბრალდებაზე

გავრცელებული ინფორმაცია ანაფრეზის უკანონო გაყიდვისა და განთავსების შესახებ, არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერია “ენმ” -ს გუნდის წევრის გიგა შუშანიას ბრიფინგს, სადაც ის ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ანაფრეზი მასალაც ამდროისთვის კოლეჯ „იბერიას“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დასაწყობებული და სამომავლოდ ისევ რეაბილიტაციის პროცესში იქნება გამოყენებული.
ცნობისთვის,
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ, დღეს ქალაქის მერი კორუფციაში და უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობაში დაადანაშაულა. გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის მერი მეორად ასფალტს ბიუჯეტის გვერდის ავლით კერძო კომპანიებზე ყიდის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები