ქუთაისის მერია აქტივისტებსა და ზედამხედველობის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
ქუთაისის მერიის წინ ერთმანეთს ქალაქის ბულვარში გაშლილ კარავში მყოფი აქტივისტები და მერიის ზედამხედველიბის სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას გამოსახულებით, სტიკერების დაკვრა იყო, რისი საშუალებაც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტებს არ მისცეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტის შემდეგ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის ცენტრალური ბაღის შესასვლელ თაღებზე სტიკერების უკანონო განთავსების მცდელობა აღკვეთა. მათი განმარტებით,
ზედამხედველობის სამსახური მოქმედებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმადაც, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში აკრძალულია, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.