ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს.
ამ ეტაპზე, დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუფსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები.

„პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ასევე ფინანსების მაქსიმალური მობილიზება, რათა შევძლოთ არსებულ გამოწვევეთან გამკლავება. დღეს ვიმსჯელეთ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესაღებ. ამ ეტაპზე განიხილება საკრებულოს ხარჯების 70 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილება, ეს ეხება წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ვმსჯელობთ თუ რა მიმართულებით მოხდება ამ თანხების ათვისება, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, ბაგა-ბაღების მატერიალურ, ტექნიკური აღჭურვა ან საბინაი ინფრასტრუქტურის მიმართულება”, -განაცხადა ირაკლი შენგელიამ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები