რუსთავში აქტივისტებმა მერიის შენობაზე ბანერი დაკიდეს
რუსთავში სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრებმა, რუსთავის მერიის შენობაზე ბანერი წარწერით “ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, აქცია თუ კანონი”, დაკიდეს.
აქტივისტების მოთხოვნაა ხელისუფლებამ დაასახელოს კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებენ გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონს და მის თანმდევ ცვლილებათა პაკეტს.