ვაქირში „ხევის“ უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ე.წ. „ხევის“ უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 115 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრე მოეწყო.
გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 49 450 ლარი დაიხარჯა.
განახლებული გზით ორმოცი ოჯახი სარგებლობს.