პრემიერმა გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი სახოკია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია წარადგინა. ახალი გუბერნატორის წარდგენა მედიისთვის დახურული გახლდათ. შეხვედრის შემდეგ, გიორგი სახოკიამ პირველი კომენტარი გააკეთა.

“Პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორი წარადგინა, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც ზოგადად რეგიონის წინაშე დგას, განსაკუთრებით პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. Როგორც პანდემიის მართვის ნაწილში, ისე ეკონომიკური კრიზისიდან სწორად და ეფექტურად გამოსვლის კუთხით. Ეს იყო და ეს.
Მე გურიას ძალიან კარგად ვიცნობ, გურია არის ჩემი დედულეთი და გვაქვს საკუთარი სახლი სოფელ ხიდისთავში, საიდანაც ვაპირებ ვიარო და ვიმუშავო.
Რაც შეეხება ზოგადი მიმართულებების გარდა, მიმდინარეობს კონკრეტული გეგმის განსაზღვრაც, რომელიც განხილული იქნება როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე სამინისტროების და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომლებიც ადგილზე არიან წარმოდგენილი და შეჯერებული სახით ცნობილი გახდება”, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები