ახალგაზრდებმა ხელისუფლებას საკუთარი გეგმები გააცნეს-შეხვედრა ამბროლაურის მერიაში

რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ადგილობრივი ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ-ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც განათლების მიღების შემდგომ საკუთარ რეგიონს დაუბრუნდნენ და მუნიციპალიტეტში დასაქმება სურთ. რაჭველმა ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ამბროლაურის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ისეთ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად დასაქმების ხელშეწყობისკენ. “შეხვედრები, რომლის ძირითად მიზანს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობა წარმოადგენს, მომავალშიც გაგრძელდება”აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები