სკვერის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხები – კართუბნისა და კაბლის თემში ადგილობრივებმა პროექტები აირჩიეს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კართუბნისა და კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. კართუბნის თემში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფელ კართუბანში სკვერის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიგეგმა, სოფელ ნაწისქვილარსა და ბოლოკიანში, დაწყებული სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, სოფელ ნაინდროვალში კი არსებული სანიაღვრე არხი გაიწმინდება.
კაბლის თემის ოთხი სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შიდა სასოფლო გზებზე გარე განათება მოეწყობა.
სოფლის საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთან, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები