“ამ სოფელს პრობლემა მოუგვარდება” – ოზურგეთში აქციის მონაწილეებს მერი შეხვდა
სოფელ ოზურგეთში აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი
კონსტანტინე შარაშენიძე შეხვდა. ადგილობრივები სოფლის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.
“მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება თავისი პროცედურა, თავისი სამართლებრივი მხარე, უნდა მომზადდეს პროექტი, ხარჯთაღრიცხვა. ამ ყველაფერში მუნიციპალიტეტი ჩართულია, თავისი გონივრული ვადის ფარგლებში, ამ სოფელს ექნება ეს პრობლემა მოგვარებული”, – განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.