ვცდილობთ სოციალური პროგრამები უფრო მოქნილი გახდეს-რა სერვისებს სთავაზობს ცაგერის მერია 2021 წელში მოსახლეობას
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს განაგრძობს სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე აცხადებს, მუნიციპალიტეტის თვითმართველობა მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს სხვადასხვა სახის შეღავათებსა და დახმარებას სთავაზობს.
,,ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პროგრამები დღითიდღე უფრო მოქნილი გახდეს და დავეხმეროთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ თანადგომას, სწორედ ასეთ კატეგორიაზეა მორგებული ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამები. ვცდილობთ, განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინოთ იმათზე, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს დახმარებას,”- ამბობს ავთანდილ უგრეხელიძე.
პროგრამები, რომლებსაც მერია თავის მოსახლეობას სთავაზობს უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება. (გარდა შაბათ-კვირისა).ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება,.დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება.სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება,მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა,ორსულთა დახმარება,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება,მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის,ომის ვეტერანთა დახმარებები,მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარება,ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება,ხანდაზმულთა ფულადი დახმარება,ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989წლის 9აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა,უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება.