რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები ცაგერს უკავშირდება -ზუბის სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტები თეა გურგუჩიანი,ნატო დვალი და ლამზირა ბენდელიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, რომ ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 არც ერთი დადასტურებული შემთხვევაა, 3 ახალი ინიცირებული კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი ამბობს, რომ ახალი ინფიცირების შენთხვევა ერთ-ერთ სკოლას უკავშირდება.

„ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სკოლა დღეს დილიდან სწავლას საკლასო ოთახებში შეაჩერებს და დროებით ონლაინ რეჟიმზე გადავა“,-განაცხადა ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები