ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან 108 იმერეთში დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 108 დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 454.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, იმერეთში – 120.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან იმერეთში – 14.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.