ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები