46 ახალი შემთხვევა და 60 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 60 – მა პაციენტმა დაამარცხა.
გარდაიცვალა ოკუპირებულ გუდაუთაში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის კოვიდ კლინიკაშ გადიოდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია :
რუხის კლინიკაში იმყოფება – 53 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 37 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 3 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის – 34 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 19 პაციენტი
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 12 – პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 27 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 77 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები