კახეთში კოვიდ-19-ის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში, გასული დღე-ღამის განმავლიბაში, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევებიდან 40 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები