კახეთის პოლიციაში საკადრო ცვლილებები გრძელდება

კახეთის რეგიონის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავთ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბოლო დღეებში ცვლილება 5 მუნიციპალიტეტში – თელავში, საგარეჯოში, სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანის რაიონულ სამმართველოში განხორციელდა. ამ უკანასკნელის უფროსად, ბესიკ აფაქიძე დაინიშნა, რომელმაც ივანე პაპოშვილი ჩაანაცვლა.

რაც შეეხება, დანარჩენ 3 მუნიციპალიტეტს, რაიონული სამმართველოების მოქმედი უფროსები დაკისრებულ მოვალეობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები