„ნუ ეგუები ძალადობას“, „იყავი სოლიდარული“, „ნუ მომკლავ“, „დაუსჯელობა ახალისებს“, „გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“ – ამ ლოზუნგებით “ლელოს” ბათუმის ახალგაზრდული გუნდის ორგანიზებით მდუმარე აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა ამ ფორმით ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და სამართალდამცავებს მსგავსი ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.
შეგასენებთ, რომ გუშინ ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონა საკუთღ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მასზე რამდენიმე თვის წინ 23 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ გოგონა ხშირად იყო ბაბუის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. დედა კი საზღვარგარეთ იმყოფება.
რაც შეეხება დაკავებულის ოჯახს, ახალგაზრდა კაცის დედა უარყოფს თავისი შვილის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას და ამბობს, რომ გოგონასთვის “ძალადობით თითი არ დაუკარებია”.
შს სამინოსტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.